ძიუდოისტი ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია (ვიდეო)

ლუქსემბურგში დღეს ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეა

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ნიკა ხარაზიშვილი ნიდერლანდელ ტიგო რენესს შეხვდა, ვაზარ-იპონით დაამარცხა იგი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონის ბრინჯაოს ფინალში თორნიკე ფოლადიშვილმა რუს ივხან ედულსლლთანოვს მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღემდე ქართველ ძიუდოისტებს ერთადერთი, 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილის მიერ მოპოვებული ვეცხლის მედალი ჰქონდათ

კომენტარები
იტვირთება...