ძიუდოისტებს შორის იაპონიაში მომხდარ კონფლიქტს სპეციალური კომისია შეისწავლის

ამის შესახებ, დღეს, ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

აღმასკომის სხდომას, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილიც ესწრებოდა, თუმცა, უცნობია, რა სტატუსით.

როგორც ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა განმარტა, იაპონიაში მომხდარზე მწვრთნელისგან კომპეტენტური ინფორმაცია და ახსნა ვერ მოისმინეს, სწორედ ამიტომ, სპეციალური კომისია შეიქმნება, სადაც მომხდარის გამოძიება მოხდება.

დაიბარებენ თუ არა სპორტსმენებს კომისიაში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ოსაკას გრან სლემზე, საქართველოს ნაკრების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ლაშა შავდათუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენმა უარჰყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად