ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ვერცხლის მედალი ზაფხულის 30-ე უნივერსიადაზე

გუშინ, იტალიაში, ნეაპოლში, ზაფხულის 30-ე უნივერსიადა გაიხსნა.

სუდენტურ-ახალგაზრდული ზაფხულის 30-ე უნივესიადის მონაწილეები 3-დან 14 ივლისის ჩათვლის სპორტის 18 სახეობაში იასპარეზებენ და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს 222 მედლის მოსაპოვებლად.

დღეს ასპარეზობაში ძიუდოისტები ჩაებნენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა. მან იპონით დაამარცხა მეტოქეები – მონღოლი პუნცაგცერენ განბაატარი, ფინელი აატუ ლაამანენი, მოლდოველი იური მოკანუ, თურქი მერტ შიშმანლარი და მოულოდნელად დამარცხდა ფინალში ავსტრიელი იოჰანეს პაჩერთან.

ლაშა ბექაური უნივერსიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

90 კგ წონით კატეგორიის მონაწილეთა შორის მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი მსოფლიოს და კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი უნგრელი კრისტიან ტოტი მოისაზრებოდა ფავორიტად, თუმცა მან პირველივე შეხვედრა წააგო ბრაზილიელ გუსტავო ასისთან და საბოლოოდ ბრინჯაოს რეპეშაჟიდან შეწვდა.

+90 კგ წონით კატეგორიაში ამირან ციკორიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად