ძიძიგური: ვიცი, როგორი ვამპირული დამოკიდებულება აქვს სააკაშვილს ძალაუფლებასთან

“საკმარისია, მიხეილ სააკაშვილმა ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს, ვიცი, როგორი ვამპირული დამოკიდებულება აქვს ძალაუფლებასთან”,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

” არის ასეთი პარტია “ევროპული საქართველო”, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად