ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

“„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ყველა მიმართულებით და ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ზურგს უკან არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ” – აცხადებს პარლამენტარი ზვიად ძიძიგური.

“არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება.

მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო. მე ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას.

მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია. ამიტომ ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს“. – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად