ძიძიგური: უგულავა მოლაპარაკების მაგიდიდან ციხეში წაიყვანეს, რაც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს

უგულავა მოლაპარაკების მაგიდიდან ციხეში წაიყვანეს, რაც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს, – ამის შესახებ “კონსტიტუციური პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ბურთი იყო ოპოზიციის მოედანზე, ოპოზიციამ შესთავაზა რამდენიმე ვერსია ხელისუფლებას და უარი თქვა, მაგრამ გრძელდებოდა დიალოგი და ამ დროს ქართულმა ოცნებამ შესთავაზა 100/50-ზე, რაც ქართული ოცნებისთვისაც კარგია, იმიტომ რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ 73-ვე ოლქს მოიგებდა “ოცნება”, ცდება. დღეს აღარ არის ის სიტუაცია.

ამ შემოთავაზების შემდეგ დასავლელი პარტნიორები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი და ახლა თქვენც გააკეთეთ რამე და ამ დროს დაიჭირეს უგულავა. თუ ასეთი მოლაპარაკების დროს მოხდა ისეთი რაღაც, რაც მოლაპარაკების მაგიდიდან ციხეში წაყვანა იყო, მაშინ ასეთ შემთხვევაში, ეს არაფერ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად