ძიძიგური: თუ რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სამადაშვილი მეუფე იაკობს პარლამენტში დაკითხავს, შეიძლება პატრიარქზეც გაიწიოს

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას. როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს”.

​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პლენრულ სხდომაზე ბოლო დროს ქვეყანაშ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატი საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა განწყობას, იმ შტურმთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიაზე ხორციელდება, შედეგი 2020 წელში ექნება და ამით ოპოზიცია ბედნიერი არ იქნება.

„მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ თვითონაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქოს მხარდასაჭერად და მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ჩათვალეს, რომ ეს მსუყე თემაა და წაადგებათ. თუ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და პატრიარქის დაკითხვაც მოინდომოს. გარწმუნებთ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ეკლესიას და ვერც თავის თავს ვერ დაეხმარება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად