ძიძიგური სამადაშვილს: სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფა დაასრულონ. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან? მე მინდა ასევე სხვა კოლეგებსაც გითხრათ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ.

პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. გავითვალისწინოთ, პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც კომენტარები საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა. დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფებიც მიაყენეს. ბოლოს კი, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა”,-განაცხდა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად