ძიძიგური: ყველაზე მსხვილი დამნაშავე სააკაშვილი ხან უკრაინის მოქალაქეა და ხან აღმა-დაღმა დარბის 

სასამრთლოზე ჩემი და “დაიცავი საქართველოს” მოსაზრებები კატეგორიულად არ ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი მოთამაშე გაჩნდება პოლიტიკურ მინდორზე მით უკეთესი იქნება.

“რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკურ ველი, მით უკეთესი. ისიც კარგად ვიცი, რომ „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლების პროტესტი არსებობს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ იყო მოლოდინი, მოხდებოდა ჩამორთმეული საკუთრებების დაბრუნება, ყველა დამნაშავის დასჯა. უნდა გითხრათ დამნაშავეები ბლომად დაისჯა, რამდენიმე ათეული კაცი გაქცეულია. ყველაზე მსხვილი დამნაშავეები, ერთი სააკაშვილია, ხან უკრაინის მოქალაქეა ხან მსოფლიოს მოქალაქეა და დარბის აღმა-დაღმა. მერაბიშვილი, ახალაია, ბევრი მაღალჩინოსანია. სანოძე, ესენი ძებნილები არიან.

მოხდა მაგრამ, მაინც უკმაყოფილოა საზოგადოების დიდი ნაწილი. ის ხალხი, რომელთაც წლების განმავლობაში განიცადა ჩაგვრა, მათვერ აიხდინეს თავისი სურვილი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ამიტომ უკმაყოფილო არიან ისინი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ამაში ჩემთვის მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია. თუ ისინი პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან და კენჭს იყრიან, მერე საზოგადოება თვითნ გადაწყვეტს, ვის დაუჭირონ მხარი და ვის არა. ვინ რა პროგრამით წარდგება ხალხის წინაშე და ა. შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო მეტი პოლიტიკური მოთამაშე გაჩნდება პოლიტიკურ მინდორზე მით უკეთესი.

ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით გითხარით, მათ სხვა მოსაზრებები აქვთ. ანუ, ჩვენი მოსაზრებები კატეგორიულად არ ემთხვევა აქ ერთმანეთს. შეიძლება ბევრი საკითხი იყოს კიდეც, რაშიც დავეთანხმები და რაშიც არ დავეთანხმები. ის, რომ დღეს არის ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ნაციონალური მოძრაობა მსუყედ წარმოდგენილი და პატრიოტთა ალიანსი 6 კაცით, მე ეს არ მგონია პოლიტიკური ცხოვრებისთვის კარგ მდგომარეობად. მრავალპარტიული დემოკრატია იყო “ოცნების” საარჩევნო პროგრამაშიც და ამას ხელს შევუწყობთ. მე ასე ვფიქრობ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...