ძიძიგური პრეზიდენტზე: ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ მისი ტექსტი და სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა

მმართველი გუნდიდან წამოსული დეპუტატი და ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საქართველოში რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

ძიძიგურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის კარგი უნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები და სურვილები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა:

“ქალბატონი სალომე, რაღაც კეთილი სურვილებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს, მაგრამ ხშირად ეს მისი კეთილი სურვილები, კეთილად არ მთავრდება ხოლმე, თუნდაც შეწყალების თემები ავიღოთ, თუნდაც მისი სხვადასხვა გამოთქმები ავიღოთ ჯართან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეჭვი არ მეპარება ქალბატონი სალომეს გულწრფელობაში, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ ხშირად მის მიერ გაკეთებული ტექსტი და სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად