ძიძიგური: “ოცნების” და “კონსერვატორების” რესურსი როგორ არ არის?! 8 წელი ერთად ვიყავით

ამის შესახებ “კონერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ქართულ ოცნებასთან” ჩვენი პარტიის თანამშრომლობის რესურსი როგორ არ არსებობს. 8 წელი ერთად ვიყავით და თუკი რამე გაფუჭებულა ან გაკეთებულა ამ ქვეყანაში, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. საუბარი რომ გავიდა უმრავლესობიდან და ამით მოიხსნა პასუხისმგებლობა, არაფერზე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას. მეტი საქმე არ მაქვს. ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი რაც კი ამ 8 წელში გაკეთებულა, მაგრამ ჩვენ “კონსერვატორებს” გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. თანამშრომლობის რესურსი როგორ არ არის?!” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად