ძიძიგური: ოპოზიცია ზურაბიშვილის შავი პიარით მოგებული ვერ დარჩება, ეს ამომრჩევლის მობილიზებას უწყობს ხელს

“ბატონმა გიგა ბოკერიამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ილაპარაკა, ვიდრე დავით ბაქრაძეზე”, – ამის შესახებ გადაცემა “პირველებში” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. 

“ქალაბატონი სალომე სახელისუფლებო გუნდიდან არის მხარდაჭერილი და მესმის ყველაფერი. მათ შორის შავი პიარიც კარგად მესმის. არა მგონია ამ შავი პიარითაც მოგებული დარჩეს ოპოზიცია. არ არსებობს ცუდი რამ, რასაც კარგი თან არ ახლდეს. ეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას საკმაოდ უწყობს ხელს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად