ძიძიგური: “ნაცმოძრაობისგან” არ ელოდო პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს

„ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდე პროვოკაციას, ეს იგივეა ზამთარში არ ელოდე სიცივეს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

“არჩევნები ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცივილურად ისე, როგორც ამ ქალაქს შეეფერება თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა სამართალდამცავებმა, ძალიან ოპერატიული რეაგირება მოახდინეს ყველა იმ ესცესზე რომელიც ჩვენ ვნახეთ და ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება არჩევნების დღესაც.

მე ვნახე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩვენი ძალოვანი უწყება აფიქსირებს, რომ მისი ვალია, არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს და მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ბანაკის კუთვნილება იქნება კანონდარღვევა, ის დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. “ნაციონალური მოძრაობისგან” არ ელოდო პროვოკაციებს ეს იგივეა, რომ ზამთარში არ ელოდო სიცივეს. იქნება რა თქმა უნდა, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ მობილიზებულია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები და მნიშვნელოვანია ზუგდიდელმა ამომრჩეველმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა არის ძალადობა, დესტრუქცია, რა არის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა, ამას გაუწიონ შესაბამისი ანგარიში და ხვალ ყველანი არჩევნებზე. ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს, რომ ზუგდიდში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ზუგდიდს.”,-განაცხადა ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...