ძიძიგური მურუსიძეზე: მოსამართლეები პოლიტიკოსებთან დებატებში არ უნდა ჯდებოდნენ

“მე ვერ ვგებულობ, რატომ უნდა იყოს შალვა შავგულიძე იმ ხალხთან ერთად ვისთანაც არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ შეცდომა იყო ის სტრატეგია, რა სტრატეგიითაც ქართულმა ოცნებამ კამპანია წარმართა მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე? – ძიძიგური პასუხობს:

“მე ერთ რამეს ვიტყვი, რაც შესაძლოა არ მოეწონოს ბატონ მურუსიძეს. მოსამართლეები არ უნდა ჯდებოდნენ პოლიტიკოსებთან დებატებში. არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისევე უნდა მოითმინონ თუ მათზე ისეთი ფრაზები ისმის ღია სივრცეში, რაც მათ არ სიამოვნებთ, როგორც ჩვენ მოგვიწევს მოთმენა. ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს შემოსაზღვრული ადგილი და პოლიტიკურ დებატებში მოსამართლეები არ უნდა მიდიოდნენ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...