ძიძიგური: მელია ზუგდიდელია და სხვა შედეგი ექნებოდა, სააკაშვილმა არ დააყენა, რადგან ამ შედეგში წილი არ ჰქონოდა 

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსი ზუგდიდში იმიტომ არ დაუყენებია, რომ ზუგდიდს კარგი მერი ყოლოდა მისი გამარჯვების შემთხვევაში, მას იქაურობა უნდა პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად. იყო სხვა კანდიდატებზეც საუბარი, რომლის დაყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ასეთი გეგმები. რულოვსი იმიტომ დააყენა, რომ იმ 43%-ში, რომელზეც თქვენ საუბრობდით არავინ მეწილედ არ გაიყვანა თავისი პარტიიდანაც კი.

მაგალითად მელია. მელიას შეეძლო ეთქვა, რომ მას ამ პროცენტებში აქვს წილი. მელია ვერ მოუგებდა ჩვენს კანდიდატს, მაგრამ სხვა შედეგი იქნებოდა. მელია ზუგდიდელია, ნათესავები ჰყავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...