ძევერაში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ძევერაში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას 100 000 ლარი მოხმარდა.

პროექტი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, განხორციელდა 342 გრძივი მეტრის რეაბილიტაცია და მოეწყო ეზოებში შესასვლელები.
გზის მონაკვეთზე არ იყო ასფალტის საფარი. მისი არათანაბარი ზედაპირი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა გადაადგილებისას, განსაკუთრებით მდგომარეობა რთულდებოდა ნალექის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად