ძამაშვილი: ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საჩივრები მიხედვით ცხინვალში მცხოვრები პირები მიუთითებდნენ და ჩიოდნენ, რომ 2008 წლის ომის ფარგლებში საქართველოს მოქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და გამოიწვია მათი საკუთრების დაზიანება, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ეს საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.

აქ აშკარად დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში არ უწარმოებია ისეთი  სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანების უფლებების დარღვევას გამოიწვევდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ უკვე სასამართლოს განჩინებასა და გადაწყვეტილებაშია ეს დაფიქსირებული”,-  განაცხადა ბექა ძამაშვილმა

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად