ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანების მსურველებმა ფედერაციის პრესცენტრს უნდა მიმართონ.
აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძის გამოსვლას ქომაგებმა ფანკლუბის მიერ მოწყობილ დარბაზში უყურეს.
ვაკის ძალოსნობის დარბაზში სპორტის ამ სახეობის ქომაგები, მოქმედი და ვეტერანი ძალოსნები ჩემპიონატს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს, რომელიც პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ლაშა ტალახაძის ტრიუმფითა და ნაკრების კაპიტნის ბრინჯაოს მედლით დაგვირგვინდა.
ძალოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, ეს ფანკლუბის პირველი შეკრება იყო. მასში გაწევრიანების მსურველები, ძალოსნობის ფედერაციის პრესცენტრს უნდა დაუკავშირდნენ.