ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ მსოფლიო თასზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიაში, ძალოსანთა მსოფლიო თასზე, დღეს ფიცარნაგზე 67კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი გოგა ჩხეიძე გამოდიოდა.

ატაცში გოგა ჩხეიძემ 133კგ (125კგ, 129კგ, 133კგ) დასძლია და მეოთხე იყო. მეორე მოძრაობაში გოგა ჩხეიძემ 158კგ (151კგ, 158კგ, 166კგ*) აკრა წარმატებით, რამაც მას მცირე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
 
ორჭიდის ჯამში გოგა ჩხეიძემ 291კგ დასძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გამარჯვებულმა სპორტსმენმა, მასპინძელმა მირკო ზანინმა 305კგ (140კგ+165კგ) დასძლია.
 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძის შედეგი 307კგ (137კგ+170კგ) იყო, გამარჯვებული ჩინელი ჩენ ლიჯუნის კი 337კგ (150კგ+187კგ).

 

რომის ფიცარნაგზე ორ წონით კატეგორიაში ასპარეზობის შემდეგ ქართველი ძალოსნების ყულაბაში სამი ვერცხლის (61კგ, შოთა მიშველაძე) და ორი ბრინჯაოს მედალია. მომდევნო დღეებში მსოფლიო თასზე გამარჯვების და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოპოვებისთვის ფიცარნაგზე გავლენ ანტონ პლესნოი (95კგ) და ლაშა ტალახაძე (+105კგ).

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად