ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე ქართველი ძალოსნების წარმატებული გამოსვლა გოგა ჩხეიძემ გააგრძელა.

67 წონით კატეგორიის ძალოსანთა შეჯიბრების პირველ მოძრაობაში გოგა ჩხეიძემ 135კგ აიტაცა და მცირე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში მან 166კგ აკრა, რამაც მას ვერცხლის მცირე მედალი მოუტანა.

ორჭიდის ჯამში გოგა ჩხეიძემ 301~კგ დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

1. მირკო ზანი (იტალია)
145(140,143,145) + 170(165,170,171*) 315კგ

2. ჰენადზ ლარცუ (ბულგარეთი)
138(133,138,141*) + 165(160,165,171*) 303კგ

3. გოგა ჩხეიძე
135 (131,135,139*) + 166(160,165*,166) 301კგ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად