ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ატაცში 23 წლამდელებში ევროპის რეკორდი დაამყარა

ბათუმში სპორტის სასახლეში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (132, 136, 139) და ევროპის რეკორდს ერთი კილოგრამით გადააჭარბა.

გოგა ჩხეიძემ ატაცში მეოთხე ადგილი დაიკავა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა. ჩხეიძე ძალებს მალე აკვრაში მოსინჯავს.

ბათუმში 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. გუშინ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა 61 კილოგრამ კატეგორიაში გამოიჩინა თავი.

ძალოსანი შოთა მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობას 13 აპრილს პლანეტის უძლიერესი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე თავისი გამოსვლით დახურავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად