ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ეს წუთია დასრულდა ასპარეზობა 96 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის.

ჩინებულად იასპარეზა გამარჯვების უპირველეს ფავორიტად მიჩნეულმა ანტონ პლესნოიმ. ატაცში 173 კგ-ით ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ მან აკვრაში დასძლია და ევროპის ჩემპიონატის სამი ოქროს მედლის (ატაცში, აკვრაში და ორჭიდში მფლობელი გახდა.

1 ანტონ პლესნოი
173(168*,168,173) + 215 (200,208,215) 388კგ

ამ დროისთვის 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ძალოსნებს 15 მედალი აქვთ მოპოვებული:

55კგ – გიორგი დოკვაძე
ატაცი – ვერცხლი, აკვრა – ბრინჯაო, ორჭიდი ვერცხლი

61კგ – გოდერძი ბერდელიძე
ატაცი – ოქრო, აკვრა – ვერცხლი, ორჭიდი – ოქრო

67კგ – გოგა ჩხეიძე
ატაცი – ბრინჯაო, აკვრა – ვერცხლი, ორჭიდი – ბრინჯაო

89კგ – რევაზ დავითაძე
ატაცი – ოქრო, აკვრა – ბრინჯაო, ორჭიდი – ვერცხლი

96კგ – ანტონ პლესნოი
ატაცი – ოქრო, აკვრა – ოქრო, ორჭიდი – ოქრო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად