ძალოსან გიორგი დოკვაძის სამი მედალი ბუქარესტიდან

დღეს ბუქარესტში ძალოსანთა ევროპის პირველობა დაიწყო 23 წლამდელ ახალგაზრდებს შორის

55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას გიორგი დოკვაძე იცავდა. მან პირველ მოძრაობაში თანმიმდევრულად აიტაცა 102 კგ, 105 კგ და 109 კგ და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში გიორგი დოკვაძემ პირველ ცდაზე 121 კგ აკრა, შემდეგ 125 კგ ვერ დასძლია, მესამე დასკვნით ცდაზე კი 126 კგ წარმატებით აიო და აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ორჭიდის ჯამში გიორგი დოკვაძემ 235 კგ დასძლია, მეორე ადგილზე გავიდა ვერცხლის მედალს დაეუფლა.

1. დმიტრო ვორონოვსკი (უკრაინა) – (108+137) 245 კგ
2. გიორგი დოკვაძე (109+126) 235 კგ
3. ლეონ შედლერი (გერმანია) (102+132) 234 კგ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად