“ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი კანდიდატები ნატო ჩხეიძე,  მანუჩარ კვირკველია და კახა ოქრიაშვილი იქნებიან

საარჩევნო ბლოკმა “ძალა ერთობაშია”  ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.

ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;

კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;

ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტები;

დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა  მესტიის მუნიციპალიტეტები;

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარალამენტო ბლოკი შექმნა, სადაც გაერთიანდა  5 ოპოზიციური პარტია  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად