“ძალა ერთობაშია”-მ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

“ძალა ერთობაშიამ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები საზოგადოებას ზაალ უდუმაშვილმა წარუდგინა. თბილისში სამი კანდიდატია დასახელებული, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელა რეგიონების კანდიდატებიც. სია ასე გამოიყურება:

გლდანის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნიკა მელია.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ხატია დეკანოიძე.

სამგორის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ლევან ხაბეიშვილი.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე.

თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი – გიორგი ბოტკოველი.

რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – დავით კირკიტაძე.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე.

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნატო ჩხეიძე.

მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – აზერ სულეიმანოვი.

გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ლევან ბეჟაშვილი.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცეზარ ჩოჩელი.

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მანუჩარ კვირკველია.

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მალხაზ ჯალაღონია.

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მიშა ბოლქვაძე.

გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ბადრი ბასიშვილი.

ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კახა გეწაძე.

ფოთის, სენაკისა და ხობის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მურთაზ ზოდელავა.

წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – დილარ ხაბულიანი.

ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გიორგი კაპანაძე.

ქობულეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ბონდო თევდორაძე.

ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი –  ვაჟა ჩიტაშვილი.

ახალქალაქისა და ნინოწმინდისა მაჟორიტარობის კანდიდატი – მელიგ რაისიანი.

მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი – როლანდ ფიფია.

დმანისის, წალკის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი – კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად