ძაღლთან ერთად სასეირნოდ გამოსულ კაცს კატა დაესხა თავს და შარვალი ჩახადა (ვიდეო)

შემთხვევა თურქეთში, სტამბოლის ბაგჯილარის რაიონში მოხდა.

ძაღლთან ერთად სასეირნოდ გამოსულმა მამაკაცმა მისკენ დიდი სისწრაფით დაძრული კატა შენიშნა, მიხვდა, რომ კატის გაღიზიანება მისმა ძაღლმა გამოიწვია და მისი დაცვის მიზნით საბელით სწრაფად ასწია იგი ჰაერში.

კატა კაცს ზურგზე შეახტა და იქედან შეეცადა ძაღლზე თავდასხმას. მამაკაცი ახერხებდა არ მიეშვა კატა ძაღლამდე, მაგრამ კატა უკან არ იხევდა. ის მამაკაცს შარვალს ჩაეჭიდა ბრჭყალებით და ერთ მომენტში მამაკაცი შარვალჩახდილი აღმოჩნდა.

იქვე მდებარე კაფედან მამაკაცის და მისი ძაღლის მისაშველებლად გამოსულმა ხალხმა შეძლო კატის კაცისგან მოშორება და საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

კაფის თანმაშრომლებმა აღნიშნეს, რომ კატას 5 კნუტი ჰყავს და მათ სიახლოვეს გამოჩენილ ყველა ძაღლს ესხმის თავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად