ძაღლმა ფეხმოტეხილი პატრონისადმი თანაგრძნობის ნიშნად თავადაც კოჭლობით დაიწყო სიარული (ვიდეო)

ინგლისელმა რასელ ჯონსმა სოციალური ქსელებში ვიდეო ატვირთა და თავისი ძაღლის საოცარი საქციელის შესახებ მოუთხრო მკითხველს

რასელ ჯონსმა ფეხი მოიტეხა. ექიმებმა რასელს ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს და მან ყავარჯნებით დაიწყო სიარული.

მცირე ხნის შემდეგ რასელმა შეამჩნია, რომ მისი ძაღლი კოჭლობდა. ამ ამბავმა რასელი ძალიან გააკვირვა, რადგან მისილერჩერის ჯიშის მწევარი ბილი სახლიდან არავის გაუყვანია, სახლში და ეზოში კი ტრავმის მიღება რთულად წარმოსადგენი იყო.

საოცარი ის გარემოებაც იყო, რომ ძაღლს სახეზე ტკივილის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

თავის ძაღლზე ძლიერ შეყვარებულმა რასელმა გადაწყვიტა ბილისთვის რენტგენი გადაეღო. რასელი და ბილი კოჭლობით გაუდგნენ გზას და რენტგენის გადაღებად და ვეტერინარისგან კონსულტაციის მისაღებად.

ვეტერინარიდან სახლში მიბრუნებულმა სიამაყით აღვსილმა რასელ ჯონსმა ფეისბუქის ძაღლების მოყვარულთა ჯგუფში ვიდეო ატვირთა და დაწერა: „300 ფუნტი სტერლინგი დამიჯდა რენტგენი და ვეტერინარის მომსახურება. არაფერი ცუდი. უბრალოდ  თანამიგრძნობს. მიყვარს იგი ❤

15 იანვარს 23:49 საათზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, ინგლისური პრესის ცნობით, ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ცნობისთვის, ლერჩერი შუა საუკუნეებში შოტლანდიაში გამოყვანილი ძაღლის ჯიშია. დროთა განმავლობაში ლერჩერმა, განსაკუთრებით  კი კურდღლებზე დევნის თვისებებით გამორჩეულმა მოკლებეწვიანმა ლერჩერმა, დიდი პოპულარობა მოიპოვა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და აშშ-ში.  ბუნებით რბენის მოყვარული და ნებისმიერი მცირე ზომის ნადირზე დაუნდობელი ლერჩერი ადამიანებთან, განსაკუთრებით კი პატრონთან ურთიერთობისას, უაღრესად ნაზი და მეგობრულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად