ძაღლის ცემის ვიდეოზე, რომელიც facebook-ში გავრცელდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში, “მიუსაფარ ცხოველთა კლუბში” გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცემს ღვედით ერთ-ერთი ახალგაზრდა ძაღლს.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში განგვიცხადეს, რომ ” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ქონდეთ, მომხდართან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ, გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანადაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად