ძაბირაძე: უგულავას გზა უფრო რევოლუციურია, ვიდრე ის, რაც “ევროსაქართველოს” საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდა

როგორც ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ევროპული საქართველოს ჩართვა იყო იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომლითაც უგულავა მიდის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესს“ „ევროპულ საქართველოში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ამ შემთხვევაში მგონია, რომ ბოკერიას გაკეთებული შეფასებები უფრო ადეკვატურია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს ორპარტიული და მათ შორის „ევროპული საქართველოს“ შიდა პარტიული დაპირისპირება, ამაზე საუბარი ცოტა რთულია. არ გამოვრიცხავ პარტიული დაპირისპირების ელემენტებიც და შიდა პარტიულიც. ეს არ არის მხოლოდ ამ ფაქტის შეფასება, ეს სტრატეგიული ხედვის ნაწილიც არის. თუ იქნება ვითარება ხელაწეული შევა თუ არა უგულავა პარლამენტში თუ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება არჩევნებზე და არა სიტუაციის რადიკალიზაციაზე, რაც შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში.

როგორც ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ევროპული საქართველოს ჩართვა იყო იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომლითაც უგულავა მიდის. ამან ჩემი აზრით დიდი ზიანი მოუტანა ევროპულ საქართველოს. ასე, რომ როცა ამ თემაზეა საუბარი ასეთი რაღაც იკვეთება. ზომიერი პოლიტიკა რას ნიშნავს? არჩევნები გადავაქციოთ რევოლუციის მცდელობად თუ არჩევნები ჩავატაროთ არჩევნებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც და თვითონ სააკაშვილიც დაუმორჩილებლობის  და ა. შ. სიტუაციის ესკალაციისკენ მიჰყავთ საქმე.  როგორც ჩანს, უგულავასთვისაც ეს არის მისაღები, ვიდრე ვთქვათ, რა პოზიციაც ეკავა „ევროპულ საქართველოს“ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. საპრეზიდენტო არჩევნები რაღაცნაირად გარდამტეხი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ გზა უფრო რევოლუციისკენ მიდის, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ არა მხოლოდ დეკლარირებულად აქვს აღებული გეზი არჩევნების გზაზე, არამედ რეალურადაც“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...