ძაბირაძე: თუ ოპოზიცია შეცდომებს არ დაუშვებს, არსებული რეალობის შეცვლა შესაძლებელია

თუ ოპოზიცია შეცდომებს არ დაუშვებს, არსებული რეალობის შეცვლა შესაძლებელია, – ამის შესახებ „აიპრესს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა კითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციას შესაძლებლობა არსებული რეალობა შეცვალოს.

„ოპოზიციის რესურსი არის ის, რომ საკმაოდ დიდი ნაწილია იმ ელექტორატის, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ელექტორატი თავისთავად სადღაც წავა. სწორი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს რესურსი ოპოზიციამ თავისკენ გადაიბიროს და მისი მხარდამჭერი გახადოს. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

თუ ოპოზიცია სწორად იმუშავებს და შეცდომებს არ დაუშვებს, ამის მიღწევა შესაძლებელია. ოპოზიციას ივანიშვილის გარეშეც შეეძლო ჩემი აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ფაქტობრივად ეს გახდა შეუძლებელი. თუ დღეს ასეთ შეცდომებს არ დაუშვებენ და ერთმანეთთან ურთიერთობებიც ექნებათ, რაღაც პრინციპებზე შეთანხმდებიან, ვფიქრობ, რომ ეს რეალურია“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...