ძაბირაძე: “ქართულ ოცნებას” შეიძლება კოალიციაც სანატრელი გაუხდეს, თუ არჩევნებმა ლეგიტიმაცია ვერ მიიღო

“თუ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევებით, თუ დასავლეთიდან არჩევნებმა ვერ მიიღო შესაბამისი ლეგიტიმაცია, მაშინ იქნება საკამოდ რთული ვითარება, ძალიან რთული”-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესთან“ საურბისას განაცხადა.

პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე “აიპრესთან” არ გამორიცხავს მძლავრი საპროტესტო ტალღის დაწყებას იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს.

“ახალ საკადრო ცვლილებებს “ქართულ ოცნებაში” ვუყურებ როგორც პიარის ერთ-ერთ ნაწილს და არა რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ პროცესს. იმიტომ რომ “ქართულ ოცნებას” ისეთი ვითარება აქვს და იმდენად ცოტა დროა არჩევნებამდე რომ არამგონია ქმედითი ნაბიჯის გადადგმა შეძლონ ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით.

პოლიტიკური მიმართულებით მათ გადადგეს ნაბიჯი 2019 წლის  23 ივნისს, როდესაც თქვეს რომ იქნება პროპორციული არჩევნები. ვნახეთ რომ დაპირისპირების ტალღამ დაიწია. ფაქტობრივად უკან რომ არ წაეღოთ პროპორციული არჩევნების გადაწყვეtილება, არც კონგრესმენების წერილი იქნებოდა. ამ უკან წაღებამ სიტუაცია ააყირავა.

ასეთი რთული იყო მოსალოდნელი რისკების გათვლა? რატომ ვერ გათვალეს რისკები მმართველ გუნდში,  როდესაც  უკან წაიღეს დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩენო სისტემით ჩატარების შესახებ?

-რთული არ იყო, მაგრამ ჩათვალეს რომ ჯობია ეს გადაწყვეტილება მიიღონ, ამ საარჩევნო სისტემით შეინარჩუნონ ერთპარტიული ძალაუფლება . სხვა მხრივ, ერთპარტიულ ძალაუფლებას ისინი ვერ შეინარჩუნებდნენ, იძულებულები იქნებოდნენ წასულიყვნენ კოალიციაზე. ამიტომ, ჩათვალეს რომ  დრო გავიდა, ამას დიდი საპროტესტო ტალღა არ მოყვებოდა ქვეყნის შიგნით.

მაგრამ, მთლიანად ეს პროცესი, ამზადებს ისეთ საპროტესტო მუხტს, რომელიც არჩევნების დროს შეიძლება გამოიხატოს.  არათუ ერთპარტიული მმართველობა, შეიძლება კოალიციაც სანატრელი აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის

მძლავრ საპროტესტო ფონს ელოდებით 2020 წლის არჩევნებში?

-თუ არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევებით, თუ დასავლეთიდან არჩევნებმა ვერ მიიღო შესაბამისი ლეგიტიმაცია, მაშინ იქნება საკამოდ რთული ვითარება, ძალიან რთული.

ჩვენი რეალობა ასეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ცალი თვალით ვიყურებით დასავლეთისკენ, როგორ შეძლებს ხელისუფლება ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ნდობა ექნება ქვყანაში და ქვეყნის გარეთ. ამიტომ ეს პროცესი რთულია.”-ამბობს ძაბირაძე.

 

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად