ძაბირაძე ოპოზიციას: თუ შედეგი ამომრჩევლის ბრალი გგონიათ 2020-შიც ასეთი “წარმატება” გექნებათ!

"განცხადებებს რას აკეთებენ ეს ერთია, მაგრამ თუ რეალურად თვლიან, რომ ეს ამომრჩევლის ბრალია, მაშინ შემიძლია მათ მშვიდად ვუთხრა, რომ 2020-შიც ისეთივე წარმატება ექნებათ როგორც დღეს", – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებები, რომელმაც არჩევნებზე ნაჩვენები წარუმატებლობა ამომრჩევლის  პასიურობით ახსნა.

ძაბირაძემ საკითხის შეფასებისას "აიპრესთან" საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციამ პრობლემა უპირველს ყოვლისა საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რომელმაც ამომრჩეველს ახალი ვერაფერი შესთავაზა.

"უპირველეს ყოვლისა ეს მათი პრობლემაა, მათ ვერ შესთავაზეს საკუთარი თავი ალტერნატივად. ოპოზიციური ფლანგი დღეს არ არის ერთგავაროვანი. ის არის დაშლილი და დანაწევრებული. 

იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც დაჯდება ოპოზიცია ერთად ან ცალ-ცალკე, ან არ ვიცი როგორ, მაგრამ დაჯდება და გაანალიზებს რა ხდება. ამომარჩევლის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ ეს რა შედეგს მისცემს ოპოზიციას? აბსოლუტურად არაფერს! თავის თავში უნდა ეძებოს პრობლემა – რატომ არ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ვუთხრათ მათ, ელისაშვილს რატომ მისცეს ხმა?! ანუ არსებობს ამომრჩეველი, რომელსაც არც "ქართული ოცნება" უნდა, არც ოპოზიცია და უნდა რაღაც სხვა. 2016 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ვერ გაანალიზა, რა მოხდა. ამბობენ, რომ ივანიშვილმა ფულით იყიდა საქართველო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სხვა რამეა საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ ამომრჩევლის დაახლოებით 16% უკვე არის და ის კიდევ გაიზრდება თუ რამე საინტერესოს შესთავაზებ. ამას ჩაღრმავება სჭირდება", – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად