ძაბირაძე: ხელისუფლება რეაგირებას იწყებს მაშინ, თუ დაინახა რომ ქუჩები გადატენილია

” დასავლეთში საკმარისია ორასმა სამასმა კაცმა რაღაც გააპროტესტოს და ხელისუფლება რეაგირებას იწყებს”-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა.

“დასავლეთში საკმარისია ორასმა სამასმა კაცმა რაღაც გააპროტესტოს და ხელისუფლება რეაგირებას იწყებს. ჩვენთან ხელისუფლება რეაგირებას იწყებს მაშინ, თუ დაინახა რომ ქუჩები არის გადატენილი.

ეს არის იმიტომ რომ ჩვენთან ინსტიტუტები არ მუშაობს. დემოკრატიული ინსტიტუტები რომ გვქონდეს, მაშინ 200-300 კაცი საკმარისია. რადგან არ გვაქვს ეს ინსტიტუტები, გვჭირდება დიდი რაოდენობა მერყევი ამომრჩეველი ოპოზიციამ თავისკენ წამოიყვანოს. ამიტომ არის ეს. როდესაც ასეთი გამძაფრებული ვითარებაა.”-ამბობს ძაბირაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად