ძაბირაძე: ხაზარაძის მიდგომა, რომ არც “ოცნება” უნდა და არც “ნაცმოძრაობა” სწორია, მაგრამ განცხადება საკმარისი არაა

“ხაზარაძის მიდგომა, რომ არც “ოცნება” უნდა და არც “ნაცმოძრაობა” სწორია, მაგრამ განცხადება საკმარისი არაა და საჭიროა, რომ ამაში ამომრჩეველი დაარწმუნოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” განუცხადა კითხვაზე – როდესაც ხაზარაძე ემიჯნება როგორც ამ ისე წინა ხელისუფლებას და მათ შორის ბიზნესთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„მამუკა ხაზარაძეს, ისევე როგორც ბევრ სხვას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ოპოზიციური ხმები მიიღოს. ჩვენთან არაორდინალური ვითარებაა ამ მხრივ. იმიტომ, რომ ჩვენი ელექტორატი რაღაცნაირად გადანაწილებულია. არის ელექტორატის ნაწილი არის საკმაოდ მყარი, რომელიც ქართულ ოცნებას უჭერს მხარს და არის ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. ამ ელექტორატიდან დღეს რაიმეს წაღება ფაქტობრივად გამორიცხულია, თუმცა არ ვიცი რა იქნება 1 წლის შემდეგ. არის ელექტორატის მესამე ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია, როგორც ერთი, ისე მეორე. ამიტომ იმის თქმა, რომ არცერთი მინდა და არც მეორე თავისთავად სწორია. ხმები მან სწორედ ამ მესამე ჯგუფისგან უნდა მიიღოს, რომელიც გაემიჯნა როგორც „ოცნებას“ ისე „ნაცმოძრაობას“.

ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ეს ხაზარაძის გარდა ძალიან ბევრმა იცის. ამიტომ, განცხადება სწორია, მაგრამ განცხადება საკმარისი არ არის. ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ სწორედ ის იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ გაიმეორებს არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის გეზს და გეგმას. რამდენად დაარწმუნებს, ეს არის მომავლის გეგმა და მისი ყველაზე დიდი პრობლემა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად