ძაბირაძე: ე.წ. “შავი სია” ოპოზიციის “პროფილაქტიკისა” და პიარისთვის ცუდი არ არის

” ე.წ. “შავ სიას” პიარისთვის გამოიყენებს ოპოზიცია, მაგრამ რა შედეგი ექნება ამ პიარს უნდა გათვალონ“,- ამის შესახებ, პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესთან“ ე.წ. “შავი სიებზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგი “აიპრესთან” განმარტავს, ე.წ “შავი სიები” ოპოზიციის “პროფილაქტიკის” და პიარის კარგი საშუალებაა:

” არა მგონია “შავი სიების” შედგენას, მით უმეტეს გადაგზავნა-გადმოგზავნას რაიმე სერიოზული შედეგი მოყვეს. თუმცა, გარკვეული “პროფილაქტიკისთვის”, პიარისთვის, რაც ოპოზიციას სჭირდება ნამდვილად არ არის ცუდი.

იმის თქმა რომ ამ სიებს გადააგზავნიან დასავლეთში და იქ სახელმწიფო დონეზე მოხდება სიების განხილვა და სანქციების შემოიღება ამ სიაში შემავალი პირთათვის, ძალიან მეეჭვება.

ოპოზიციას სჭირდება ახალი თემები, პრობლემის მუდმივი აქტუალიზაცია. ადგენენ ამ სიებს. პოლიტიკური ბრძოლაა და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, გნებავთ მიმართულება.

რასაც ოპოზიცია აკეთებს პიარული თვალსაზრისით შესაძლოა, გამოადგეს. არ ველოდები რომ სერიოზული გაგრძელება და შედეგი მოყვება.”

კითხვაზე თუ როგორია საზოგადოების დამოკიდბულება ე.წ. “შავი სიების” მიმართს, რამდენად ექნება გავლენა 2020 წლის არჩევნებზე ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს:

” არამგონია რომ საზოგადოებაში ე.წ. “შავ სიას” რაიმე რეზონანსი მოყვეს. კარგი იქნება როდესაც ოპოზიცია ახალ თემებს წამოწევს გაკრვეული ზონდირება გააკეთოს.

კი ვთქვი რომ პიარისთვის გამოიყენებს ოპოზიცია, მაგრამ რა შედეგი ექნება ამ პიარს უნდა გათვალონ! თავისთავად რომ გამოცხადდა სიების შედგენა არა თუ საზოგადოებაში, მედიაშიც არ გამოუწვევია დიდი აჟიოტაჟი და მოულოდნელობა.

საზოგადებაშიც არაფერს ისეთს არ გამოიწვევს რომ თუნდაც, პროტესტი გააძლიეროს. ოპოზიციის რაღაც მიმართულება და აქტივობაა. ამის მიხედვით ამომრჩეველი არჩევანს 2020 წლის არჩევნებში არ გააკეთებს“,-ამბობს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ  შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

შეხვედრა პირველ ეტაპზე 5 პირის დასახელებით დასრულდა, მათ შორის მოხვდნენ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

როგორც, “ლელო საქართველოსთვის”  ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა “შავი სიის” პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად