ძაბირაძე: დღეს “ევროსაქართველოს” ლიდერი უფრო მეტად უგულავაა, თუ ის ენმ-კენ წავა, რას მიიღებს?!

დღეს ევროსაქართველოს ლიდერი უფრო მეტად უგულავაა, თუ ის ენმ-კენ წავა, რას მიიღებს?! – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესს“ „ევროპულ საქართველოში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ევროპულ საქართველოში“  დღესდღეობით ლიდერი უფრო უგულავაა. რაც ის შეუერთდა პარტიას, ბოკერიამ, ბაქრაძემ და რატიანმა შედარებით უკანა პლანზე გადაიწიეს. თუ განხეთქილება მოხდა და უგულავა „ნაცმოძრაობისკენ“ წავა, რას მიიღებს „ნაციონალურ მოძრაობაში“? ალბათ ეს თემაა უფრო. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ძირეული გარდაქმნები მოხდეს. განხეთქილება ამ ჯგუფებს შორის, მაგრამ მაშინ ასე გამოვა, რომ იქნება ჯგუფი, რომელიც მარტო არჩევნებზე აკეთებს ორიენტირებას და სწორებას და იქნება „ნაციონალური მოძრაობა 2“, რომელიც ისევ რევოლუციისკენ მიდის. მაშინ მათ შორის განსხვავებას ნამდვილად ვერ ვხედავ”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად