ძაბირაძე: ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, კარგად ითმინეს, რომ პროცესისთვის პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცათ

მე მგონი, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე პოლიტიკოსებმა კარგად ითმინეს, რომ პროცესისთვის პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” განუცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან ხელისუფლებამ გამოწვევებს კარგად გაართვა თავი, პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ის იწერს პოლიტიკურ ქულებს ამიტომ პრობლემების აქტუალიზაციის მოსინჯვა დაიწყეს უარყოფითი თვალსაზრისით.

„რა თქმა უნდა პროცესის პოლიტიკურ კინკლაობაში გადაზრდა სწორად არ მიმაჩნია და არ შეიძლება ეს ასე ყოფილიყო, თუმცა ჩვენი ხასიათიდან, ფსიქიკიდან და ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მგონი კარგა ხანს ითმინეს, რომ პროცესისთვის არ მიეცათ პოლიტიკური შეფერილობა. ახლა ნელ-ნელა ეს იწყება.

როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ხელისუფლებამ ამ ვითარებით, როდესაც კარგად გაართვა თავი გამოწვევებს, იწერს პოლიტიკურ ქულებს და რაღაცნაირად დაიწყო პრობლემების ნაწილის მოსინჯვა. ახდენენ ამის აქტუალიზაციას უარყოფითი თვალსაზრისით. ბევრ ფაქტორს ეხება ეს, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების აქტუალიზაცია ხდება. კარგია, როდესაც ითხოვ, რომ დაუყოვნებლივ იყოს გაცემული სოციალური შემწეობა. მაგრამ, მეორე საკითხია ისიც, რომ თუ ყველაფერი გაჩერდა, ბიუჯეტში ფული ვერ გაჩნდება და ესეც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. იმიტომ, რომ არასწორად გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებისთვის იქნება სრულიად წარუმატებელი. ამიტომ, ჩემი აზრით ხელისუფლება ვითარებას სწორად მიყვება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ კითხვაზე – ხომ გადაიზარდა კორონავირუსის თემაზე არსებული პროცესი პოლიტიკურ კინკლაობასა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად