ძაბირაძე: არ გამოვრიცხავ, “ევროსაქართველოში” არსებული ვითარება პროპორციულზე გადასვლას უკავშირდებოდეს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ევროპულ საქართველოში“ არსებული აზრთა სხვადასხვაობა თუ შიდა პარტიული კრიზისი გარკვეულწილად პროპორციულ არჩევნებსაც უკავშირდებოდეს.

„შესაძლოა, პროპორციულ არჩევნებსაც უკავშირდებოდეს ეს საკითხი, მაგრამ რეალობაა ის, რომ თუ პროპორციულ არჩევნებზე, თუნდაც ნულოვან ბარიერზე იტყვიან უარს, მე არ ვიცი რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს აქედან რადიკალიზაციის მომხრე ჯგუფმა, თუ ეს ჯგუფი არსებობს „ევროპულ საქართველოში“ და ის გავა ამ ჯგუფიდან. არ გამოვრიცხავ ამას უკავშირდებოდეს, მაგრამ მოტივი ნამდვილად არ მესმის“, – უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესს.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...