DW: გერმანიაში 9 მაისიდან ბუნდესლიგის მატჩების მაყურებლის გარეშე დაბრუნებას განიხილავენ

შესაძლოა გერმანიაში ბუნდესლიგა დაბრუნდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული DW ავრცელებს. დასახელდა სავარაუდო თარიღიც, პირველი მატჩები კორონავირუსის შეჩერების შემდეგ 9 მაისს გაიმართება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ გადაწყვეტიელბას საბოლოოდ მიიღებენ.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა და ქვეყნის ორი ფედერაციული მხარის პრემიერმა აღნიშნეს, რომ ფეხბურთი შეიძლება დაბრუნდეს მომდევნო თვეში, მიუხედავად იმისა, რომ მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება. გამოცემის ცნობით, ბუნდესლიგის 9 მაისს განახლებას მიესალმნენ პოლიტიოსებიც.

თარიღი შემოთავაზებულია ბუნდესლიგის ოფიციალურმა წარმომადგენლების მხრიდან. აქვე აღნიშნულია, რომ ის უნდა ჩატარდეს ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვით და დახურულ კარს მიღმა. სახელმწიფო ლიდერებმა დაამატეს, რომ გერმანიის რობერტ კოჩ-ინსტიტუტისგან მიიღებენ კონსულტაციებს.

გერმანიაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალვებმა ქვეყანას დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა, მათ შორის იგულისხმება საფეხბურთო მატჩებიც. გერმანიამ დაიწყო ზომების შემსუბუქება, როგორც ჩანს ერთ-ერთ შემამსუბუქებელ ზომად ბუნდესლიგის დაბრუნებაც განიხილება, ოღონდ ამ ეტაპზე მაყურებლის გარეშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად