DW: გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

როგორც გერმანული გამოცემა დოიჩე ველე წერს, გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს.

განცხადებას ხელი უკვე მოაწერეს და როგორც ჩანს, ანგელა მერკერის ბოლო ვიზიტი აშშ-ში სწორედ ამ თემის გარშემო შედგა.

როგორც სეთანხმებაში წერია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება.

„თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურებით გავლენების მოპოვებას, ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, გერმანია იმოქმედებს დამოუკიდებლად და მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. აღნიშნული სანქციების მიხედვით,  რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ შეთანხმების მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიონ დოლარს გამოუყოფენ, რაც  უკრაინის ენერგოსექტორის რეფორმირებას მოხმარდება.

პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უთხრა, რომ ორი მთავრობა მალე გამოაცხადებს დეტალებს შეთანხმებისა, რომლის მიზანია ყურადღების მიქცევა აშშ-სა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ შეშფოთებაზე პროექტის შედეგების გარშემო.

მისი თქმით, ორი მოკავშირე შეთანხმდა, რომ რუსეთს და გერმანიის კომპანიებს სანქციებს დაუწესებენ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მილსადენს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს. თუმცა, მიყხედავად მისი ამ განცხადებებისა, გაზსადენის პროექტს სენატში ძალიან ეწინააღმდეგებიან

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ უკრაინა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი გაზსადენის ამოქმედების შედეგად ევროპა კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

ამავდროულად, გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმების გასაჯაროებამდე ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

კომენტარები
იტვირთება...