დვალი: რ2 წაგვართვეს და მერე ხელიდან ხელში იარა! უსამართლობით სამართლიანი ქვეყანა არ აშენდება!

რუსთავი 2 წაგვართვეს და მერე ხელიდან ხელში იარა! უსამართლობით სამართლიანი ქვეყნის აშენება არ გამოვა! – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დღეს რაც ხდება, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, ეს არის ფსევდო პროცესი. არაფერ შუაში არ არის ქიბარ ხალვაში სამართლებრივად რუსთავი 2-თან. სამართლიანობის ზეიმი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, თუ რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, იმ ხალხს ვისაც წაართვეს. ჩვენ წაგვართვეს, მერე ხელიდან ხელში იარა და მათ შორის ქიბარის ხელში უკვე ორჯერ არის მოხვედრილი. მივმართავ მაყურებელს, რომ სანამ რამეს იტყვით ერთ რამეზე დაფიქრდით, უსამართლობით სამართლიანი ქვეყნის აშენება არ გამოვა”, განაცხადა დავით დვალმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად