დვალი: ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს

“გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელი 20-21 ივნისის საქმეშია ბრალდებული და ამ დროისთვი “მატროსოვის ციხეში” იმყოფება, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელის დავოთ დვალის თქმით, ბიძინა ივანიშვილის(პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულო საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე) თამაშს თამაშობს.

„ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი მოწერილი აქვს დოკუმენტს და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას რუსთავი 2-სთვის. მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე, შესაბამისად, განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე, შესაბამისად რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ რაღაც ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ.  ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს,“- განაცხადა დავით დვალმა.

 

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის აცხადებს, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

პ.ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად