დვალი: პროკურატურის ტრიუკია ეს, 7 წლის მერე მეუბნებიან თან არ ვაპირებთ “რუსთავი 2”-ის საქმის გამოძიებას, თან ვაპირებთ

2004 წლის 15 ივნისს რუსთავი 2″-ის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე,პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, 7 წლიანი ლოდინის შემდეგ წერილობითი პასუხი გასცა.

სადაც წერია, “რუსთავი 2”-ის იძულებით წართმევის საქმეში კონკრეტულ პირთა მიმართა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა, იქვე აღნიშნულია რომ ძიება გრძელდება.

15 წლის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წლის ნოემბრის თვეში მიმართეს. 2015 წელს კი გამოძიებამ დვალი და აქიმიძე დაზარალებულად ცნო.

აიპრესთან” დავით დვალი პროკურატურის პასუხს ერთ-ერთ ტრიუკად აფასებს:

“არავის მიმართა დევნის მოთხოვნით არ მიგვიმართავს, ჩვენ მივმართეთ – გამოიძიეთ.  საქმის თანმიმდევრობა ასეთი იყო – აი, 2004 წელს, ჩვენ იძულებით დაგვათმობინეს ტელევიზიის წილები და გთხოვთ გამოიძიოთ ეს საქმე. შემდეგ დაიწყო გამოძიება. ეს ხდება 2012 წელს ხდება.

2015 წელს, დიდი მოცულობა სამუშაოების შესრულების შემდეგ პროკურატურამ გვცნო დაზარალებულებად. ანუ ფაქტობრივად აღიარა და მუხლით შეუცვალა, ანუ კვალიფიკაცია და დაიწყო საქმის გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და გვცნო დაზარალებულად, რითიც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული, აბა როგორ ვარ დაზარალებული სხვანაირად?

ეს 4 წლიანი ლოდინი იმისა რომ რაღაცას დაასახელებდნენ, ჩვენ კონკრეტული სახელით და გვარით არ მიგვიმართავს, გამოძიებას უნდა ეჩვენებინა ის წრე ვინც მონაწილეობდა ამაში. უნდა ეთქვათ, არის თუ არ არის… რადგან გვცნეს დაზარალებულად, ლოგიკური იყო და ჩვენ მოველოდით რომ ვიღაცას დაასახელებდნენ, ვინ ჩაიდინა და შეიძლება ვიღაცისთვის ბრალი წაეყენებინათ. ზუსტად 2019 წლის 16 ივნისს გადიოდა ხანდაზმულობის ვადა, ამიტომ, მივმართეთ პროკურატურას, ვკითხეთ, გაგვარკვიეთ რა ხდება, ვადა იწურება და თქვენ არაფერი დაგისახელებიათ და გვითხრეს, ჩვენ ისევ ვმუშაობთ და ვადა არ იწურება, რადგან სხვა ეპიზოდებიც არის.

შემდეგი წერილით 22 ივნისს მივმართეთ, ძალინ გთხოვთ, იქნებ გაგვცეთ პასუხი, როგორ მიდის საქმე, თუ ხანდაზმულობის ვადა გასულია, როგორ და რანაირად გრძელდება გამოძიება. რაზეც მივიღეთ ის პასუხი რაც მივიღეთ ახლა. ანუ, გვითხრეს რომ ბრალს არავის წაუყენებთ. რადგან პასუხში არ წერია, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება, უბრალოდ წერია, რომ არ არსებობს დანაშაული. თან, მეორე აბზაცში წერია რომ გამოძიება მაინც გრძელდება.

2012 წლის ნოემბერში, რა წამს ხელისუფლება შეიცვალა და შესაძლებელი გახდა მოთხოვნა და გამოცხადდა, რომ სამართლიანობა აღდგება, პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი და 7 წელია გამოძიებაში.

მე დიდი ეჭვი მაქვს, ეს ტრიუკი გაკეთებულია იმისთვის, რომ რეალურად საქმე არც დახურონ და არც არავის წაუყენონ ბრალი. რადგან, თუ დახურეს, მე ფაქტობრივად გზას მიხსნიან, წავიდე და სტრასბურგში, ვიჩივლო და ვთქვა, აი სახელმწიფომ არ გამოიძია ჩემი დავა, მაგრამ აკეთებენ იმას, რომ თან არავის ასახლებენ და მეუბნებიან რომ არც ვაპირებთ და თან მეუბნებიან რომ გამოძიება გრძელდება” – განაცხადა დავით დვალმა.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...