დვალი: ბიძინა ივანიშვილი წყვეტს საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა “რუსთავი 2-“თან

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა “რუსთავი 2-თან”. ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა “რუსთავი 2-თან”. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის.

ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის,“ – განაცხადა დავით დვალმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განცხადება გაავრცელეს სადაც გაანცხადეს “ჩვენსა და “რუსთავი 2”-ს შორის 1 ადამიანი დგას, ის არ არის ქიბარ ხალვაში”. როგოც ცნობილი გახდა, ამ 1 ადამიანში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლებმა ბიძინა ივანიშვილი იგულისხმეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...