დუშეთში, დათვლილი 6 უბნიდან 4-ში შალვა ნათელაშვილი ლიდერობს
დუშეთის #8-ე ოლქში, დათვლილი 6 საარჩევნო უბნიდან “ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი 4 უბანში ლიდერობს.
ხოლო დანარჩენ ორ უბანში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელსაც “ქართული ოცნება” უჭერს მხარს.
ექვსივე უბნის მონაცემით სალომე ზურაბიშვილს 250 ხმა აქვს, ხოლო შალვა ნათელაშვილი 185.