დუშეთში, სოფელ მაღაროსკარს მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა-პანსიონი ექნება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარს მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა-პანსიონი ექნება. დაწესებულებით ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მაღალმთიანი სოფლებიდან 10 აღსაზრდელი ისარგებლებს. ამ დროისთვის, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ორსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ენერგოეფექტურობის ნორმების დაცვით განხორციელდა. ჩატარდა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მთლიანად შეიცვალა კარ-ფანჯარა და მოეწყო ორმაგი მინა-პაკეტები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა თანამედროვე გათბობის სისტემითაც აღიჭურვება.

სკოლა-პანსიონში მოსწავლეებისთვის სამეცადინო, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები მოეწყობა. სპეციალურად მედპერსონალისთვის კი, ცალკე ოთახი გამოიყოფა. სველი წერტილები შენობის ორივე სართულზე იქნება განაწილებული. აღსაზრდელების საჭიროებების გათვალისწინებით მოპირკეთდება გარე პერიმეტრი და მოეწყობა ეზო.

პროექტის ღირებულება 487795 ლარია. აქედან მთის ფონდის წილი 450 000 ლარს, ხოლო ადგილობრივი თანადაფინანსების – 37795 ლარს შეადგენს.

პროექტის შედეგად მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად