დუშეთში საცხენოსნო სპორტული შეჯიბრებები “აღორძინების ფესტივალი” გაიმართა

საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო შეჯიბრებები „აღორძინების ფესტივალი“ გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.
გამარჯვებულებს თასები, სიგელები და კომპანია „სნოსა“ და სასტუმროთა ქსელი „ამბასადორის“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება საჭირო ინვენტარით კომპანია „ზედაზენმა“ უზრუნველყო.

“აღორძინების ფესტივალი“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველად ჩატარდა და დაგეგმილია ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად