დუშეთში ადგილობრივმა ხელისუფლების წამორმადგენლებმა 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ბესიკ ბიჩნიგაურმა და ზაქარია ხეხელაშვილმა 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“ – განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად