დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ახატანის წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია სოფელ ახატანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამშენებელო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
დღეის მდგომარებით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1 600 -ზე მეტი ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები
იტვირთება...