დუშეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, შექმნილ ვითარებაში მაცხოვრებლებს ადგილზე აქტიურად უწევენ დახმარებას:

ადმინისტრაციულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათ პირადად მიაქვთ პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში. მოხალისეთა ჯგუფები აგრეთვე ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქალაქეებს აწვდიან რეკომენდაციებს აღნიშნულ სიტუაციაში ქცევის წესის შესახებ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ მიერ გატარებულ სამუშაოებს მონიტორინგს უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.
დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად